გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
ხელვაჩაურის, თერჯოლის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - ჭოროხის, ყვირილასა და მტკვრის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი მოცულობის ტეშენიტის ქვა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
