ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.ლიკა ტალახაძემ საკეისრო კვეთა 2 კვირის წინ,სენაკში გაიკეთა.დამძიმების შემდეგ ის ქუთაისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.
პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ,,-კლინიკა,,ბომონდი,,.
