საქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.ქართველი მებრძოლი 2024 წლის 26 ოქტომბერს დაიღუპა .კეკელია უკრაინაში 2022 წლიდან იბრძოდა.
18:00 საათზე მის ცხედარს თბილისში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი ტყიბულში გადაასვენებენ. დაკრძალვა სამშაბათს, 14:00-საათზეა.
მამუკა კეკელია სოხუმში დაიბადა . იყო აფხაზეთის ომის (1992–1993) და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის ვეტერანი.
