გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 142 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის თებერვალში დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ჯამში ამოღებულია 180 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ყველაზე მეტი - 59 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 42, სამცხე-ჯავახეთში - 24, შიდა ქართლში - 14, აჭარაშიც - 14, ქვემო ქართლში - 10, იმერეთში - 9, გურიაშიც - 9, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3.
