საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის სამუშაოები.
საავტომობილო გზით მოსარგებლეთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
2025 წლის 18 დეკემბერს 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება 4-ჯერ, 2-2 წუთით, ხოლო 19 დეკემბერს 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე სენაკი-თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არგვეთას სატრანსპორტო კვანძის პანდუსების და წრიული მოძრაობის გამოყენებით.
