გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 700 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.
