19 დეკემბერს 18:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.(ცენტრალური პარკის შესასვლელი)
საახალწლო კონცერტს გახსნის ანსამბლი „ნადური“.
წყალტუბოს სამუსიკო სკოლისა და ქალაქის N1 საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდის მონაწილოებით შესრულდება საშობაო სიმღერა.
კონცერტი გაგრძელდება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.
ფოტო არქივიდან.
