საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 25 761 ლარით დაჯარიმდა.
ფოტო პირობითია.
