2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს.
