გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მიმდებარე ტყეში იყო დამონტაჟებული.
ტერიტორიიდან ამოღებულია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყება გადაიგზავნა.
2025 წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით 57 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.
