გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 259 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 223 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 36 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველაზე მეტი - 92 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, აჭარაში გამოვლენილია 57 სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 20, ქვემო ქართლში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12, მცხეთა-მთიანეთშიც - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 11, შიდა ქართლშიც - 11, გურიაში კი - 3.
ჯამში ამოღებულია 495 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 57 უკანონო სახერხი საამქრო.
