ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს "GAME ზონამ" უმასპინძლა, სადაც შშმ პირებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე და მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხ მშვენიერაძე დაესწრნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით ყოველ წელს აღინიშნება.
