მოქალაქეებმა ქუთაისის მერიის წინ, უწყვეტი პროტესტის 159-ე დღეს, სიმბოლურად, მადლიერების ნიშნად ამერიკის შეერთებული შტატების დროშა გაშალეს.ეს ჟესტი მათი მხრიდან გამოხატავს მხარდაჭერას “MEGOBARI ACT”-ისადმი, რომელიც გუშინ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
,,ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ თავისუფლება, დემოკრატია და დასავლური ღირებულებები.,,-აცხადებენ მონაწილეები.