ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება.
სოფელ როხში ე.წ ცაგარეიშვილების უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
აღნიშნულ გზაზე დაიგო რკინა/ ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრეები. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და იგი რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან ფინანსდება .
მიმდინარე სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.