ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები იმ მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ,რომლებმაც კომპანიის მიერ შეთავაზებულ რეორგანიზაციის ფურცელს, ხელი არ მოაწერეს. კომპანიის 7-პუნქტიან განცხადების მიხედვით, ხელმომწერებმა თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე.
,,ამ დროისთვის 800-ზე მეტი უნიკალური ხელმოწერა გვაქვს!
„უნიკალური“ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი ძალდატანების, ზეწოლის, შანტაჟისა და ჩარევის გარეშე — მხოლოდ ერთი უბრალო ვიდეომიმართვის საფუძველზე.
ხალხი, ვინც ქმნის დოვლათს, ქმნის პროდუქციას — ისინი თავად მოდიან და ხელს აწერენ.
ეს ნიშნავს, რომ ისინი არ უცხადებენ ნდობას კომპანიას და ირჩევენ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს.
ჭიათურელებო, არავის სახვეწარი არაფერში გვჭირს!
მოშიმშილე ბიჭებს სტიმული მიეცათ.
ჩვენს უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებსაც ეს სურვილი აქვთ , ისინი იქ შიმშილობენ იმისთვის რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და უშუალოდ პრემიერი დაგვიჯდეს სასაუბროდ ყოველგვარი მხარეების გარეშე !!
ბიჭების გზავნილი ციხიდან არცერთი ნაბიჯი უკან — იბრძოლეთ ბოლომდე!,,-წერია ,,მაღაროელის,, ფეისბუქ გვერდზე.