ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს შობა- ახალი წელი მიულოცეს.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ჯეო ჰოსპიტალსის ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, შობა-ახალი წელი სამუშაო ადგილებზე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს ქვეყნისა და მოქალაქეების ზრუნვაზე გაწეული სამსახურისთვის.