ქუთაისში მდებარე ხარაზოვის ბაღი უკვე წლებია დაზიანებულია და იქ ბავშვების თამაში და გადაადგილება სახიფათოა.
,,ქუთაისის მერიამ ნიღბების თეატრში საახალწლო კონცერტი გამართა.
სკვერში დიდი ჟრიამულია დღეს, ათობით ბავშვმა გადაიარა ამ სასაკლაოზე.
რანაირად შეიძლება თქვენი კონცერტი და საჩუქრები იყოს გულწრფელი, როცა ეზოში უკვე მეოთხე ბავშვი ჩავარდა შადრევანში.ერთი მათგანი ფეხის მძიმე დაზიანებით წაიყვანა იქვე მაცხოვრებლმა ბიჭებმა.
რანაირად შეიძლება დაგიჯეროთ ბავშვების სიყვარული???
და ახლა თქვენ გეკითხებით მშობლებო, ქალებო, მამებო!
რომელ მხარეზე მესაუბრებით???
რომელ მშვიდობაზე მესაუბრებით, როცა წლებიაა ბავშვების უსაფრთხოებას ვითხოვ და ერთი კეთილი კაცი არ აღმოჩნდა მერიაში, ბავშვებს შოკოლადის სანაცვლოდ სიცოცხლე რომ აჩუქოს!
მონიშნეთ ყველა ის ადამიანი ვისაც ეს ქალაქი უყვარს!
ამოიღეთ ხმა, აღარც ნიღბების თეატრი ჰგავს კულტურის ძეგლს და აღარც ეს სკვერია ბავშვებისთვის.,,-წერს სოციალურ ქსელში სოფა საკანდელიძე.
მშობლები ხარაზოვის ბაღში არსებულ სიტუაციაზე დიდი ხანია საუბრობენ და მოგვარებას ითხოვენ.
,,მსგავსი გულიგრილობით თომა ტვინის შერყევით და 8 ნაკერით იწვა ბავშვთაში. პარკის დირექტორს შევხვდი და საშიში დეკორაციის ამბავი ვუამბე, გავაფრთხილე იქნებ აიღოთ , სხვა ბავშვებს გაუფრთხილდეთქო და პასუხად მივიღე " ამაში იმდენი მაქვს გადახდილი" ...,,-სოფია გორგოძე.