დღევანდელმა უამინდობამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა.
უხვი ნალექის გამო კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ს. სარბევში, ლტოლვილების უბანში, დაიტბორა ნატო დემეტრაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო. დაზარალებულ მოქალაქეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
უამინდობის გამო ამ ეტაპზე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 400 აბონენტს, მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლში მოსულია ნალექი თოვლის სახით. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.