ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მეშვიდე /ბ კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ისინი სკოლის მიმდებარედ, დედა ენის ძეგლთან არიან შეკრებილები.მოსწავლეების გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გახდა.