სოლიდარობა თბილისში,აქციების გაშუქების დროს დაშავებულ ყველა ჟურნალისტს- ამ სლოგანით დღეს ქუთაისში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კოლეგებს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს,რომ თავისუფალი მედიის ხმის ჩახშობას ვერავინ შეძლებს და ჟურნალისტებზე ძალადობა შეაფასეს , როგორც ,,ღიად გამოცხადებული ნადირობა,,.
,,ქუთაისიდან სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს. თავისუფალი მედიის ჩახშობა რთულია,,-განაცხადა ,,აქტორთან,, ხვიჩა ვაშაყმაძემ.