,,ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ,რუსეთში ბავშვებს კლავენ,, ,,ბავშვების განვითარებას სჭირდება განვითარებული სამყარო,,-ამ და სხვა ტრანსფარანტებით და მოწოდებებით ქუთაისში დედათა და შვილთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე,მესხიშვილის თეატრის წინ ქალბატონები შვილებთან ერთად შეიკრიბნენ.საქართველოს დროშებთან ერთად მათ აქციაზე ევროკავშირის დროშებით აქვთ მიტანილი.
აქცია სოციალურ ქსელში,პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ დაიგეგმა.
ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა,რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.