საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ივლისის განმავლობაში რეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
13 ივლისი - ვარშავა
15 ივლისი - ბარსელონა
17 ივლისი - რომი
22 ივლისი - პარიზი
28 ივლისი - ათენი
ბილეთის ფასი რეისებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება.
საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა კვლავ სავალდებულოდ რჩება.