დღეიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა უქმდება.
კერძოდ,დღეიდან გაიხსნება სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.
აღდგება სასწავლო პროცესი უნივერსიტეტების აუდიტორიებში.
განახლდება სასკოლო წრეები .
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ ხვალიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას რაც გულისხმობს თეატრალური წარმოდგენების გამართვას, სპორტული შეჯიბრებების განახლებას მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან.
შეზღუდვა ,რომელიც ამდრომდე ძალაში რჩება და უცნობია როდის მოიხსნება, ე.წ. კომენდანტის საათს ეხება.