აქცია მასშტაბურია , მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებიან. ისინი ერთი მოთხოვნით გაერთიანდნენ-არ აშენდეს ნამახვან ჰესი და რიონის ხეობა დატოვოს თურქულმა კომპანია ,,ენკამ,,
,,ენკამ,, უნდა დატოვოს ტერიტორია_ესაა ის მთავარი მოთხოვნა, რის გამოც ჩვენ,ასობით ადამიანი შევიკრიბეთ დღეს აქ.რა დევს სასწორის მეორე მხარეს, რამაც ჩვენ უნდა დაგვათმობინოს ქართული მიწა?ამიტომ მოვითხოვთ,გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,,-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა