საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ არსებულ შეკითხვებს პასუხობს. 17 გვერდიანი დოკუმენტი სამინისტროს გვერდზეა გამოქვეყნებული, და განმარტებულია ის საკითხები, რომელიც , როგორც უწყებაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის,,მიერ იქნა გაჟღერებული. (ლინკი http://www.act2.ge/index.php/temebi-ka/sazogadoeba/1333-2021-03-03-10-21-17)
,,
აღნიშნული პუბლიკაციის სახელწოდება - „ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ თავისთავადცხადყოფს, რომ პუბლიკაციის ავტორის(ების) შეფასება პროექტის, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების მიმართ არის უაღრესად კრიტიკული. პუბლიკაციის შესავალ ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნამახვანი ჰესი არათუ ვერ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში, არამედ იგი „მნიშვნელოვან და განუსაზღვრელ“ ფისკალურ ტვირთად გადაიქცევა საქართველოსათვის.
წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს. პუბლიკაცია ზოგადი განცხადებების გარდა, ასევე მოიცავს კონკრეტული სამართლებრივი ასპექტების შეფასებას და ავტორთა მტკიცებით კრიტიკულად მიმოიხილავს ხელშეკრულების შინაარსს. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ავტორთა მიერ გაკეთებული ხსენებული განცხადებებისა, აღნიშნული პუბლიკაცია პრაქტიკულად არ შეიცავს სახელშეკრულებო მუხლებზე კონკრეტულ მითითებებს, რაც ბუნებრივია მკითხველთა უმრავლესობისათვის პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის. - ,, წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში