ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოსახლეობას ხვდებიან, თუმცა შეხვედრას არ ესწრებიან მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,წარმომადგენლები. მინისტრები სიტუაციის შესასწავლად და დასალაპარაკებლად არ მივიდნენ იმ ადგილას, სადაც უკვე 132 დღეა უწყვეტი პროტეტი გრძელდება.შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში , დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,შეხვედრა შეხვედრისთვის,, ასე აფასებენ ,,რიონის ხეობის მცველები,, შეხვედრას, რომელზე დასასწრებადაც ისინი არ წავიდნენ.
როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ფორმატი მათთვის იყო მიუღებელი.
,, არაფრის მომცემი დიალოგი, რომელსაც ხალხი ვერ დაინახავს და ვერ შეაფასებს,ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ყველამ კარგად დაინახოს, რა არაკანონიერებას აქვს ადგილი. ამიტომ გვინდოდა რომ შეხვედრა პირველ რიგში ყოფილიყო საჯარო.თუ აინტერესებთ მოსახლეობის ,იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც უკვე 132 დღეა კარვებში ვართ, უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან .მსგავსი ფორმატი ჩვენთვის არ იყო მისაღები. ჩვენი მოთხოვნები იგივეა და ძალაშია და თუ არ დაკმაყოფილდება , 14-ში გაიმართება აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე. ველოდებით ჯანსაღ კომუნიკაციას, რომელიც იქნება საჯარო და ყველამ დაინახოს, რას იტყვიან ისინი და რას ვიტყვით ჩვენ,,-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა