,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის,, წარმომადგენლები ნამახვანჰესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.
,,ჩვენი შეფასებით, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია. ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.,,-აცხადებენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.
EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.
დეტალურად გაეცანით https://bit.ly/3bamoCu