დღეიდან საქართველოში რამდენიმე შეზღდვა გაუქმდა.მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა.ასევე დღეიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
რაც შეეხება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროების მუშაობას, საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.
„სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, - განაცხადა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.