დღეს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა "ქართული მარშის"წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.ისინი "რიონის ხეობის მცველების"მიერ დადგმულ კარავთან მივიდნენ და მხარდაჭერა გამოთქვეს.მათი განცხადებით,"მარში"ინვესტიციის წინააღმდეგი არ არის,ოღონდ ეს ინვესტიცია ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს.პოლიტიკური პარტია გეგმავს,რომ კვირას დაანონსებულ აქციას შეუერთდეს.
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები 123-ე დღეა გრძელდება.აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."