მოსკოვის ქუჩას სახელი გადაერქმევა და მას შინდისის გმირების სახელი მიენიჭება. საკითხი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განიხილეს.
მოსკოვის ქუჩა ქუთაისში კახიანაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.ინიციატივა სახელის შეცვლის შესახებ ქუთაისის მერს ეკუთნის. აღნიშნული საკითხი ქუთაისის მერიის პატივგებისა და სახელდების კომისიამ, 2021 წლის 17 თებერვლის N18 სხდომაზე, განიხილა და დადებითად შეაფასა. ცვლილებას მხარდაჭერას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გამოუცხადებენ