ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირის" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი თავს დაესხა.
ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს. „კვირის“ ჟურნალისტი ,ანუკა ლიპარიშვილი ყვება, რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შემდგომ გადამღებმა ჯგუფმა თავდასხმის შესახებ ჭიათურის პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც მედიაჰოლდინგის ჟურნალისტი, ოპერატორი და მძღოლი დაიკითხა. ანუკა ლიპარიშვილის თქმით საქმეზე გამოძიება დაწყებულია .