დღეს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი ამბობენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და თუ დროულად არ გაიხსნა ბაზრობები, ლუკმაპურის გარეშე რჩებიან. სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების გახსნის პარალელურად აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ.აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
,,კორონარეგულაციები გადაიქცა მონურ რეგულაციებად .ვუერთდებით იმ მოთხოვნებს, რომელსაც ეს ადამიანები აყენებენ.გაიხსნას ბაზრობები, ტრანსპორტი, მიეცეს ადამიანებს გადაადგილების საშუალება, მიეცეთ უფლება, რომ თავიანთი შრომით ლუკმაპური გამოიმუშავონ და ოჯახები უზრუნველყონ. ,,განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა.
,,მთავარი მოთხოვნა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა. შეუძლებელია ამ ხალხმა ტაქსით დღეში ორჯერ იაროს სამსახურში. მეორე მოთხოვნაა გაიხსნას ბაზრობები , ბაზრები, მოლები. ეს ხალხი არის ამ სამსახურზე დამოკიდებული.მხოლოდ ბაზრობების გახსნა თუ არ გაიხსნა თტრანსპორტი , ვერ უშველის საქმეს ,, განაცხადა ნატო დანელიამ, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის,, მენეჯერმა.