გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
 
	
 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			