კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას ,,საპატრიარქოს უწყებანი,, ავრცელებს . COVID-19-ით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა.
კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას ,,საპატრიარქოს უწყებანი,, ავრცელებს . COVID-19-ით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა.
დღეს კათოლიკური შობა აღინიშნება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება. პანდემიასთან დაკავშირებით, ლიტურგია ტრადიციული ღამისთევის გარეშე, ჩატარდა.
კორონავირუსის გამო წელს მსოფლიოში კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას განსხვავებულად აღინიშნება. რომის პაპი ფრანცისკე ხალხმრავალ მესას არ აღავლენს და აივნანზე არ გამოვა, საიდანაც ხალხს ლოცავს.
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთი), ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.
რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება .მისუ წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო.
ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, მიიჩნევდა,რომ ის წამებით სიკვდილის ღირსი იყო.
ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.
წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა – დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.
კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის…
სამშაბათი ოქტომბერი 06
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი…
სამშაბათი ოქტომბერი 06
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი…
ორშაბათი ოქტომბერი 05
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების…
ორშაბათი ოქტომბერი 05
In საზოგადოებააკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი იმართება. მისი მიზანია რეგიონებში მეცნიერების, ტექნოლოგიების,ინოვაციებისა და კვლევითი…
ორშაბათი ოქტომბერი 05
In საზოგადოება27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში…
კვირა სექტემბერი 27
In რელიგიამართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა სრულდება. ყოვლადწმინდა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In რელიგია28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.…
პარასკევი აგვისტო 28
In რელიგიამართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური…
ოთხშაბათი აგვისტო 19
In რელიგიაქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.…
კვირა ივლისი 12
In რელიგია