დღეს კათოლიკური შობა აღინიშნება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება. პანდემიასთან დაკავშირებით, ლიტურგია ტრადიციული ღამისთევის გარეშე, ჩატარდა.
კორონავირუსის გამო წელს მსოფლიოში კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას განსხვავებულად აღინიშნება. რომის პაპი ფრანცისკე ხალხმრავალ მესას არ აღავლენს და აივნანზე არ გამოვა, საიდანაც ხალხს ლოცავს.
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთი), ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.