"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ქუთაისში ბრიფინგი გაიმართა.მისი თქმით,ქუთაისი ძველ ფუნქციას დაიბრუნებს და საგანმანათლებლო, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი გახდება.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ქუთაისში ბრიფინგი გაიმართა.მისი თქმით,ქუთაისი ძველ ფუნქციას დაიბრუნებს და საგანმანათლებლო, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი გახდება.
,,ზოგადად გვაინტერესებს, რას ეუბნება ბატონი ზაზა ამომრჩეველს,როდესაც ეუბნება,რომ ,,ქართულ ოცნებას,, მისცეს ხმა,,- ეს განცხადება,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელმა დღეს გააკეთა და ,,ქართული ოცნების,,ქუთაისის დელეგატს კითხვებით მიმართა.
,,როგორც რიგითი ქუთაისელი,მინდა ქუთაისის ოცნების დელეგატს ,ზაზა ლომინაძეს ვკითხო- რას ეუბნება ამომრჩეველს-ვის უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა- მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს ქუთაისში გადმოტანილი პარლამენტს,რომელსაც თვითონაც უკრავდა ტაშს,თუ ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების,, დროს თბილისში დაბრუნებულ და მიტოვებულ ქუთაისს და პარლამენტს.
ვის უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა- მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს აღდგენილ ბაგრატის ტაძარს თუ ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების,, დროს დანგრეულ და განადგურებულ გელათს?,,-თემურ ცამციშვილი .
,,რას აკეთებს ხელისუფლება ქუთაისში? სამარცხვინოა,რომ ქალაქში ელემენტარული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული"- აცხადებს პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" წევრი კახა ნურალიძე. მისი თქმით, ქუთაისი პენსიონრებისა და ბავშვების ქალაქად იქცა. შეუქცევადია ახალგაზრდების გადინების პროცესი. არანაირი განვითარების პერსპექტივა აქ არ არის.რეალურად,ქალაქი მომავალს კარგავს.არ არის სამუშაო ადგილები,გამოუყენებელია ტურისტული პოტენციალი,განსაკუთრებით,სამედიცინო ტურიზმის კუთხით.არ არსებობს გეგმა და არანაირი მიზნობრივი ნაბიჯები არ იდგმება.
პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" წევრი აღნიშნავს,რომ ქალაქში მრავლადაა სიცოცხლისთვის საშიში შენობები, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს.რამდენიმე ავარიული ნაგებობის გარდა,საფრთხის შემცველია კორპუსების ამოუტუმბავი სარდაფები.
კახა ნურალიძის თქმით, ქალაქში ასევე მრავლადაა ყოფითი პრობლემები.მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტია გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი,ამორტიზებულია გზები.ჯერ კიდევ ვერ მოწესრიგდა შიდა საქალაქო ტრანსპორტი,რამდენიმე უბანში მაცხოვრებლებს საკმაოდ დიდ მანძილზე ფეხით გადაადგილება უწევთ.მოუგვარებელია ქალაქის დასუფთავების საკითხიც"- აცხადებს ნურალიძე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.
მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა 1974 წელს. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით.
მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის , სხვადასხვა წლებში, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. იყო ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი .
ქუთაისის მერიაში მამუკა ხიმშიაშვილი ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.
,,ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა როლანდ ნუცუბიძემ მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაცია დღევანდელ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ გაავრცელა.
,,ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით" - განაცხადა მიქანაძემ.
პოლიტიკოსი გოგი წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
"ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამ წუთას მიმდინარეობს" -ამბობს გოგი წულაია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.განცხადება გეკა გელაძემ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ,,მივიღე…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკარეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In პოლიტიკაქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In პოლიტიკასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ…
ორშაბათი აგვისტო 24
In პოლიტიკა