,,ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა როლანდ ნუცუბიძემ მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაცია დღევანდელ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ გაავრცელა.
,,ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით" - განაცხადა მიქანაძემ.