ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოთხმა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.გიორგი კიკვაძის, დავით ნიშნიანიძის, შალვა მშვილდაძისა და დავით დვალის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
მათი ადგილმონაცვლე ქუთაისის საკრებულოში თამთა ბაკურაძე, ლანა ჩიტიძე, იოსებ კუჭავა და აკაკი გიორგაძე იქნებიან.
ასევე , ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან საკრებულოს ორი წევრი-მიხეილ გიორგაძე და მამუკა სინაურიძე გავიდა.
