დღეს, ზუგდიდში "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ და თბილისის ვიცე-მერობის საერთო კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარადგინეს.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენილია გიორგი თოდუა, ხობში - იური ბუკია.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ინგა მაღრაძე იქნება, სამტრედიაში კი ბადრი ვაშაკიძე. ხონში წარდგენილია გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში "ძლიერი საქართველო - ლელოს" მერობის კანდიდატი ნუგზარ ჩხიკვაძე იქნება.