შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.მის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
XI მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.