აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.
პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე წუხელ კარვებიც გაშალეს.
ფოტო- არჩილ გეგენავა