ოპოზიციონერ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის ფაქტს,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კადნდიდატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ფაქტს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობა უწოდა და აღნიშნა, რომ დანაშაულის დამკვეთების კვალი ხელისუფლებიკენ მიდის .
,,ხელისუფლება წლებია პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ფაქტებს ახალისებს და საქმეები მიზნობრივად გამოუძიებელი რჩება“ -აღნიშნა კახიძემ. მან პროკურატურას საქმის ობიექტური გამოძიეწბისკენ მოუწოდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელს, ლაშა ცუცქირიძეს თავს ნიღბიანი პირები თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაესხნენ. მას თავი აქვს გატეხილი და ტუჩი გახეთქილი.