ამ წუთებში ქუთაისში ბაგრატს ტაძრის ეზოში ,,ქართული ოცნების,,წინასაარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობს.მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატებს წარადგენს.წარდგენას საქართველოს პრემიერ- მინისტრი, მოწვეული სტუმრები და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ესწრება.
შეხვედრა თბილისის მერმა,,,ქართული ოცნების ,, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა.
,,ქუთაისს,ისევე როგორც მთელ ქვეყანას,წინ ძალიან ბევრი გამოწვევა უდგას.ჩვენ არ გვჭირს საუბარი იმაზე,რომ ქვეყანაში არსებობს გამოწვევები.ზუსტად ვიცით,რომ თვითმაყოფილების უფლება ქვეყანაში ამ ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება მანამ,სანამ ერთ მოქალაქეს მაინც უჭირს,,-აღნიშნა შესავალ სიტყვაში კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძე წარადგინა, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი.