ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის,, საარჩევნო შეკრების დაწყებამდე ,სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მობილიზებული იყო პოლიცია. პარტიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილი დაუპირისპირდა. ისმოდა შეძახილები- ,,მონები,, აქტივისტების თქმით, პატრიოტებმა მოსახლეობას აქციაზე მისვლის სანაცვლოდ 30 ლარი გადასცეს.სამოქალაქო აქტივისტები ,,პატრიოტთა ალიანსის,, ერთ ერთი ლიდერისთვის, გიორგი ლომიასთვის ცდილობდნენ გადაეცათ პლაკატი პუტინის გამოსახულებით და უსვამდნენ კითხვა ,,არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი,, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს.თავად პოლიტიკოსმა მოსყიდულები აქტივისტებს უწოდა.ადგილზე სიტუაცია პოლიციამ მალევე განმუხტა.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 927