ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები „თეგეტა მოტორსის“ ავტოპარკში მიმდინარეობს. ყოველის სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის.
სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო.
,,მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მკაცრდება კონტროლი საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვაზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
დღესვე, დეზინფექცია ჩაუტარდა იმ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ცხოვრობენ კოვიდინფიცირებული მოქალაქეები.
სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისში გაგრძელდება.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.