ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა - ინფორმაციას ქუთაისის მერია ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია „ავიატორი +“ ის ადმინისტრაციული მენეჯერი.
2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა. ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი კვირის წინ თანამდებობა დატოვა.