ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კორუფციის მორიგ შემთხვევაზე ალაპარაკდა, კონკრეტულად გიგა შუშანიამ ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც სავარუდოდ კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რადგან ქალაქის ცენტრში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია.
"კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. ნაცვალად იმისა, რომ გუბერნია და სააგენტო გელათში არსებული პრობლემით დაინტერესდეს, მსგავს შენობაზე ნებართავს გასცემენ. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დავასრულოთ", - აღნიშნა გიგა შუშანიამ.