ყოფილი პრემიერის,გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა კონკურენტები დებატებში გამოიწვია.ამის შესახებ გიორგი გოგუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.სოციალურ ქსელშივე უპასუხა გოგუაძეს "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის"ქუთაისის მერობის კანდიდატმა .ანდრო ლოსაბერიძე მიიჩნევს,რომ დებატებში მონაწილეობა აუცილებელია და გამოხმაურებასაც ელის.
"ვთვლი,რომ აუცილებელია საჯაროდ წარვსდგეთ ჩვენი ხედვებით ქუთაისის მომავლის შესახებ.ასევე ვთხოვ სხვა კანდიდატებს,გამოხატონ მზაობა დებატებთან დაკავშირებით,ხოლო შეხვედრის ფორმატსა და დროზე შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ"- წერს ლოსაბერიძე.მას ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია.
"რადგან, ჯერ პასუხი არ მიმიღია, საჯაროდაც დავწერ, ველი თქვენგან გამოხმაურებას.