ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ვაკის უბანი-სულხან საბას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ დღეს ახლად რეაბილიტირებულ ნიკიტინის სკვერში ბრიფინგი გამართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქუთაისში პროექტები უხარისხოდ კეთდება და კორუფციულ ინტერესს ეწირება .
ირაკლი კიკვაძის თქმით, სკვერის რეაბილიტაციაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე იქნა გახარჯული და სამუშაოები ,,უდიერად და ძალიან დაბალი ხარისხით არის შესრულებული,,
ნიკიტინის ქუჩაზე ,მდინარე რიონის ნაპირას ახალი სკვერის მშენებლობის სამუშაოებს ფირმა „გლობალ სტარტ აფ მშენი“ ახორციელებდა.