"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას ქუთაისის მერიასთან ხმაური მოყვა. ნიკა ნარსიამ მერიის შესასვლელთან სტიკეტი წარწერებით "ნუ გვისმენთ" გააკრა. როგორც ნარია აცხადებს, ის ამ ფორმით, ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვამ არ მისცა. ნარსია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემასაც აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა. ნარიამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.